599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

გააცოცხლე პერსონაჟი

სკოლა „გორდა“აცხადებს ახალ კონკურსს:
“გააცოცხლე პერსონაჟი!!!“.
კონკურსის მიზანია, მოსწავლეებმა წარმოაჩინონ და ფართო საზოგადოებას გააცნონ მათთვის საინტერესო კინოფილმის,ზღაპრისა თუ ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი.
საწყის ეტაპზე ბავშვებმა უნდა შეარჩიონ მათთვის საინტერესო პერსონაჟი, გაეცნონ მათ შემოქმედებას და ვიზუალური სახით წარმოადგინონ ისინი.
პერსონაჟის შესწავლა და შემდეგ კი მისი ვიზუალიზაცია ხელს შეუწყობს მოსწავლეს, დაინახოს მნიშვნელოვანი დეტალები ყველა ადამიანში, რაც მას სხვა დანარჩენისგან გამოარჩევს, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება მაშინ, როდესაც პერსონაჟს ვიზუალურად დაემსგავსებიან, მათსავით ჩაიცვამენ და მათ მიმიკა-მოქმედებებს გაითავისებენ. პროექტი მნიშვნელოვანწილად დაეხმარება მოსწავლეებს ფარული სამსახიობო ნიჭის გამოვლენასა და სასკოლო აქტივობებში ჩართულობაში.
იჩქარეთ!!! მოახდინეთ საკუთარი ძალებისა და ნიჭის დემონსტირება…

გორდა