599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

„გორდას“ საზაფხულო სკოლაში რეგისტრაცია იწყება ‼

? 5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი საზაფხულო სკოლა გთავაზობთ მეგობრულ და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ პროგრამას.
?თქვენი პატარებისთვის ჩვენ დავგეგმეთ:
➡ ლიტერატურა: ლიტ-კლუბი, კითხვის საათი, მოსმენა და ➡ წაკითხულის გააზრება, მეტყველების კულტურა, თეატრალური კუთხე
➡ სპორტული აქტივობები: ჭადრაკი, მხიარული სტარტები
➡ ხელოვნება: ხატვა და ძერწვა, ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება-განხილვა
➡ შემეცნება: სახალისო მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ინგლისური ენა
➡ მეცნიერება – სახალისო ექსპერიმენტები, მინი-კვლევები
➡ ფსიქოლოგის საათი – მუშაობა ემოციებზე, ჯგუფში სოციალიზაციაზე.
➡ გაკვეთილები ბუნებაში
? სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებისთვის იმუშავებს სკოლისათვის მომზადების პროგრამა. ბავშვებს ჩაუტარდებათ სკოლისათვის მზაობის ტესტი და თითოეულ მათგანზე მორგებული პროგრამა შედგება.
? საზაფხულო სკოლა ამოქმედდება 1 ივლისიდან
? განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 14 საათამდე.
საზაფხულო სკოლის საფასური: 160 ლარი (კვების გარეშე)
დედმამიშვილის შემთხვევაში (მეორე ბავშვზე ფასდაკლება – 10 %)
⚪ „გორდას“ საზაფხულო სკოლაში ბავშვები ისწავლიან, გაერთობიან, დაისვენებენ, შეიძენენ ახალ მეგობრებს, ისწავლიან ემოციების გაზიარებას, ერთმანეთის გახარებას, ერთმანეთზე ზრუნვას, გუნდურ მუშაობას! „გორდას“ პოზიტიური გარემო და მრავალფეროვანი პროგრამა დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს.
ზაფხულის სკოლის დღის განრიგი, თქვენი შვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათზე ასაკობრივად მორგებული აქტივობებით დაიგეგმება!
გვემეგობრეთ თქვენი შვილების საუკეთესო მომავლისთვის!
რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე
https://forms.gle/dFb1agXY3FDM45Pr5

გორდა