599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

კაცობრიობა რომ არ დაბერდეს…

2019 წლის 20 თებერვალს, ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდა“ საპატიო სტუმარს მასპინძლობდა. სკოლის არტკლუბისა(კოორდინატორი-პოეტი ბელა ქებურია) და სკოლის ბიბლიოთეკის (ა. სურმანიძე) ინიცირებითა და დირექტორის-ნინო მურვანიძის პატრონაჟით მოეწყო შეხვედრა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულ ახალგაზრდა მწერალთან, გ. რჩეულიშვილის, ნ. ბარათაშვილის „ალავერდის“, „მცირე პროზისა“ და დ. .აღმაშენებლის კონკურსების ლაურეატსა და პრიზიორთან, ბატონ ირაკლი შამათავასთან.(თუკი ჯილდო და სახელობითი პრემია გამოგვრჩა, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს). ამაღელვებელი და ცრემლისმომგვრელი იყო მწერლის მიერ წაკითხული ნაწყვეტები საკუთარი შემოქმედებიდან, გაცოცხლებული ისტორია: დემნა ბატონიშვილი; ბექა და ბეშქენ ოპიზარები…დაკარგული თაობა… იყო კითხვა-პასუხი, სიურპრიზები, სამომავლო შეხვედრების პერსპექტივები… გთავაზობთ ამონარიდს ბატონი ირაკლის პოსტიდან:ირაკლი შამათავა-მ(ა) დაამატა 3 ახალი ფოტო — შპს “გორდა” ბათუმის საერო ელიტარული სკოლა-ში(ზე)20 თებერვალი, 19:02-ზე · Batumi · უთბილესი შეხვედრა… მადლობა სკოლის არაჩვეულებრივ დირექტორს, ქალბატონ Nino Murvanidze-ს, ქალთამზე ანა სურმანიძეს… ბედნიერი ვარ დღევანდელი ვიზიტით, ვამაყობ სკოლით და მისი მიღწევებით. ”გორდა” უდაოდ პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს… ❤❤❤

გორდა