„ჩაქვიდან ამ დილით ველოსიპედით ჩამოვედი, რათა მიმეღო ველო აქციაში მონაწილეობა. მინდა, მოვუწოდო ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, რომ მყარად დავნერგოთ ველო კულტურა, რადგან ამით ეკოლოგიურად სუფთა გარემოსაც შევინარჩუნებთ და ჯანმრთელი ორგანიზმის ერთერთი გარანტიაც ხელთ გვექნება“, _ ეს იყო შპს გორდას ბათუმის საერო ელიტარული სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის არჩილ ჭურკვეიძის გზავნილი მოსახლეობისადმი.
გორდელების განცხადებით, ველო აქცია ერთჯერადი სახის არ იქნება და ბათუმში ლამაზი სეზონის დადგომასთან ერთად, ისიც მოიმატებს.
ეს აქციები ველოტრანსპორტის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, რომელიც თანდათან ბათუმს ველოქალაქად აქცევს და ტურისტებისთვისაც ერთერთი გამორჩეული ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი იქნება.