Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

15.05.2016

. დღეს სკოლა გორდაში კომპანია „ABC Holding”-ის ეგიდით II ტური გაიმართა ინგლისურ ენაში. ოლიმპიადა 3 სესიად ჩატარდა და მასში I ტურში ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების V-VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადა გამოირჩეოდა ორგანიზებულობითა და ოპერატიულობით. ოლიმპიადის “English For Future” დასკვნითი ტური ჩატარდება გორდაში,-აჭარის ა.რ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სკოლა „გორდას“ პატრონაჟით. გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვებიან სხვადასხვა ფასიანი პრიზებით, სერტიფიკატებითა და წიგნებით. ABC Holding-ის მმართველი გუნდი (შპს „გორდა“-ს კურსდამთავრებულები, ამჟამად ქვეყნისა და საზღვარგარეთის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების I კურსის სტუდენტები: საბა ირემაძე - გენერალური დირექტორი; თენგიზ ხალვაში - მენეჯერი; გიორგი იაკობაძე -ფინანსური მენეჯერი; მეგი ბერიძე - მარკეტინგის მენეჯერი; ვახტანგ დონაძე - IT მენეჯერი, კომპანიის სახელით მხარდაჭერისა და ოლიმპიადის ორგანიზებაში დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს(ბ-ნი გიორგი თავამაიშვილი) ; შპს გორდას ბათუმის საერო ელიტარულ სკოლას(ქ-ნი ნინო მურვანიძე), ამავე სკოლის უცხოური ენების კათედრას(ქ-ნი თინა ფირცხალაიშვილი). კომპანია „ABC Holding”-ი გელოდებათ დიდი სიყვარულით და დამსახურებულ გამარჯვებას გისურვებთ.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები