Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

16 მაისი, 2016 წელი

შპს გორდას საერო ელიტარული სკოლის ჟურნალისტთა კლუბის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სამაუწყებლო პროცესს გაეცნენ. მაუწყებლის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ომარ ბერიძე მოსწავლეებისათვის გულმოდგინე მასპინძელი და მეგზური აღმოჩნდა. მაუწყებლის დირექტორის კაბინეტიდან დაწყებული შემეცნებითი ექსკურსი დილის გადაცემის სტუდიის მონახულებით დამთავრდა, სადაც ჟურნალისტთა კლუბის წევრებმა წამყვანებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადიღეს. დარგობრივი გადაცემების სტუდიები, სამონტაჟოები, ხმის ჩამწერი, ახალი ამბების, ოპერატორებისა და რეჟისორების ოთახებისა და სამუშაო გარემოს გაცნობა შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. აქტივობა კლუბის მუშაობის პროგრამულ ნაწილს წარმოადგენს და იგი სხვადასხვა მედიასაშუალებების სფეციფიკის გაცნობას და სწავლის მოტივაციის ამაღლებას ითვალისწინებს.მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გამჭვირვალობისა და მისი საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები