Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

 2016 წლის 17 მაისიდან - 06 ივნისამდე საერთაშორისო პროექტის EMBLAS II - ის ფარგლებში  ტარდება სამეცნიერო ჰიდრობიოლოგიურ-ქიმიური ექსპედიცია შავ ზღვაზე სამეცნიერო  გემით- „Marea Neagra”. ექსპედიციაში მონაწილეობენ  შავი ზღვის  ქვეყნების ექსპერტები, მეცნიერები და ტექნიკური პერსონალი.

ექსპედიციის გრაფიკით, ა/წ  27 მაისს საექსპედიციო სამეცნიერო  გემი „Marea Neagra”- შემოვა ბათუმის პორტში(სტუმართა შორის იქნებიან: სნეჟანა მონჩევა, პროფესორი (ბულგარეთი), მარია გრანდოვა (უკრაინა), პეტერ ოსვალდი (სლოვაკეთი), სორინ ბალან (რუმინეთი), რომან პროკერს (ჩეხეთი), ოკსანა სავენკო (უკრაინა) და სხვ). 

 

ვულოცავთ "გორდას"  მოსწავლეებს ღონისძიებაში მონაწილეობის პატივს ნომინაციით „შავი ზღვის ბინადრები“(კოსტუმირებული შოუ); მოსწავლეები ექსპედიციის წევრებს ქართულ და უცხოურ ენებზე მოუთხრობენ შავი ზღვის ბინადართა ყოფისა და მათი დაცვის მიზნით გასატარებელი ეკოლოგიური მარათონის ჩატარების შესახებ.

            კოსტუმების დიზაინი და დამზადება ეკუთვნის სკოლის ხელოვნების კლუბის კოორდინატორს-ნარგიზ ფუტკარაძეს.

 

 

]

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები