Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

05 ივნისი, 2016 წელი

 

ტრადიციული, გამოსაშვები კულტურულ-შემეცნებითი ტურნე ჩატარდება 2016 წლის 7 ივნისიდან   11 ივნისის  ჩათვლით, შემდეგი მარშრუტით: „ბათუმი-სუმელა-ტრაბზონი -კაბადოკია-ტაო-კლარჯეთი-ბათუმი".

გამოშვების საღამო ჩატარდება 2016 წლის 9 ივნისს (ქ. იურგუპი, სასტუმრო „მუსტაფა"); 10 ივნისს

       "კაბადოკია არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა 

ქრსიტიანისთვის"(ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი).

კაბადოკია... თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი ...

უცებ კარგავ რეალობის განცდას ...

წარსულს აქ განსაკუთრებულად გრძნობ ...

ცაში აზიდული კლდეები მარადიულ ქებას აღუვლენენ უფალს ...

წმიდა გიორგის გმირობის ამბებს ჰყვებიან ტაძართა ფრესკები ...

აქ წმიდა ნინო მოევლინა ქვეყანას ...

აქ დაიწყო მან პირველად უფლის დიდება ...

ისევ ორად გაყოფილი სამშობლოს სევდა, ისევ ძველი მემლექეთი, ისევ წმიდა ნინოსა და წმიდა გიორგის კაბადოკია, მსოფლიოს მერვე საოცრებად მოაზრებული...უკვე მერამდენე გამოშვების საღამო კაბადოკიაში....
კაბადოკია - მერვე საოცრება (მოგზაურობა ზღაპარში....ფესვები.... შეხვედრა წარსულთან...)

“კაბადოკია - არის ბუნებისა და ადამიანის სულის შედევრი, რომლის ნახვაც აუცილებელია ყველა ქრისტიანისათვის.”ილია II – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.

კაბადოკია გორდელი პილიგრიმებისათვის....

I დღე
გასვლა დილის 08:00 სთ-ზე.
09:00 სთ. სარფის სასაზღვრო შემოწმება.
11:00.სთ. სუმელას საეკლესიო-სამონასტრო კომპლექსი
სადილი
ტრაბზონი-მცირე აია-სოფია
სავაჭრო ცენტრი „ფორუმი“
გამგზავრება კაბადოკიის მიმართულებით (12 საათიანი გზა).

I I დღე
საუზმე 10:00 სთ-ზე

კაბადოკია,იურღუპი-განთავსება სასტუმრო ”მუსტაფა”-ში. 
გიორემე- მუზეუმი ღია ცის ქვეშ. კლდეში ნაკვეთი ეკლესიები,ულამაზესი კედლის მხატვრობა, ტოკალის ეკლესია; იურგუპის ციხე-სიმაგრე; აქლემებით სეირნობა; წმ. ნიკოლოზის ეკლესია; ავანოსი.
ვახშამი-19.00 სთ
გასეირნება ქალაქ გიორემეში და ღამის გიორემის დათვალიერება.

III დღე
საუზმე 10:00 სთ-ზე
იჰლარას ველი-წმ.გიორგის სახელობის ქართული მონასტერი ( 4 კმ ფეხით).
კაიმაკლი-მიწისყვეშა ქალაქი 80 მ ქვემოთ მიწის ზედაპირიდან.
გამოშვების საღამო.

 

 

 

IV დღე
საუზმე 08:00 სთ-ზე
უჩხისარი-კაბდოკიაში ყველაზე მაღალი ადგილი,ულამაზესი პანორამა.
სოღანლის ველი- (ფაშაბაგალარი) .
გამგზავრება ტაო-კლარჯეთის მიმართულებით.
ვახშამი და ღამისთევა სასტუმრო ”აგარა”-ში(მუჰაჯირ მუხო დევაძის ოჯახში)-შეხვედრა გურჯებთან-გამოშვების საღამო.

V დღე
საუზმე 08:00 სთ-ზე
ტაო-კლარჯეთი...(მითხარ, როგორაა მემლექეთი)-ოშკი, იშხანი, ოთხთა, პარხალი
გამგზავება ბათუმის მიმართულებით...

გზა დაგვილოცეთ, გზა დაგვილოცეთ....

სასტუმრო „Mustafa hotel”

სასტუმრო „Mustafa hotel”— იდეალური თავშესაფარია მათთვისვისაც ყოველდღიური რუტინისგან დამალვა და სტრესული გარემოსგან თავის დაღწევა სურს.

 ქალაქი გიურემე

ქალაქი გიურემე ყველაზე პირველი დასახლება. კლდის სიღრმეში ნაკვეთი ერთ-ერთი რთული და საიდუმლო არქიტექტურის მქონე ქალაქი 

                              მიწისქვეშა ქალაქი-დერინკუიუ

ერთ-ერთი ასეთი ამოუხსნელი საოცრებაა, რომელიც კაბადოკიაში მდებარეობს

ტაო-კლარჯეთი

იშხანი

განთქმულია მშვენება ოშკისაადგილმდებარეობა ხახულისამხატვრობა იშხნისა

ოშკი

ქართული არქიტექტურის ვეფხისტყაოსანი“ და საეკლესიო ხუროთმოძღვრების მარგალიტია

თორთუმის ჩანჩქერი

ნებისმიერი ჩანჩქერი თავისებურად მომხიბვლელია, მაგრამ არის მსოფლიოში ისეთი ჩანჩქერები, რომლებიც ჩვენში განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს...

გასვლა-7 ივნისს, 8:00 საათზე.

გამოშვების საღამო: 09 ივნისი, იურგუპი(კაბადოკია)

                                     10 ივნისი, აგარა(ტაო-კლარჯეთი).

 

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები