Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

 12  ივნისი, 2016 წელი

 

 2016  წლის 11  ივნისს სკოლას  საპატიო მისიით   ETI-ის წარმომდგენლები : პამელა კემსლი( ETI-ის აღმასრულებელი დირექტორი);  ლია სადუნიშვილი(კემბრიჯის ცენტრის მენეჯერი საქართველოში);  სალომე ჩავლეიშვილი( ETI-ის ცენტრის მენეჯერი დასავლეთ საქართველოში) სტუმრობდნენ, რომლებიც სკოლაში კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდნენ. ეგზამენატორებად მოწვეულები იყვნენ: ქეითი  დევისი- Eti Speaking Examiner ; თამარ სანაძე- Eti Speaking Examiner; თამარ ხოზრევანიძე- Eti Speaking Examiner; ქეთევან დორეული- Eti Speaking Examiner და ვერიკო  შელია  - Eti Speaking Examiner.

 

ცნობისათვის:

11\VI – 08:30 დაიწყო Flyer  -ის  გამოცდა; მონაწილეობდა 16 მოსწავლე.

11\VI – 08:30  დაიწყო Mover-ის გამოცდა; მონაწილეობდა 5 მოსწავლე

11\VI- 08:30 დაიწყო Starter-ის გამოცდა; მონაწილეობდა 17 მოსწავლე.

ყველა გამოცდა დასრულდა 14:00 საათზე.

 გამოცდის პირველი ეტაპი ამოწმებდა მეტყველებას, მეორე ეტაპი -სმენას;  მესამე-წერით უნარ-ჩვევებს.

გამოცდების შედეგები  3 კვირის ვადაში  გახდება ცნობილი.  სკოლის  დირექცია და  უცხოური ენების კათედრა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს და მადლობას უხდის  ინგლისური ენის  მასწავლებლებს-თინიკო ფირცხალაიშვილსა და მადონა ფუტკარაძეს   მოსწავლეთა წინასაგამოცდო  მუშაობის ორგანიზებისათვის.

სერტიფიკატების  საზეიმო გადაცემა  და სამომავლო ხელშეკრულების გაფორმება  იგეგმება  ახალი    სასწავლო წლის  დასაწყისისათვის.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები