Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

400-მდე ბათუმელი მოსწავლე ახალ, თანამედროვე შენობაში აგრძელებს სწავლას 2002 წელს დაარსებული ბათუმის კერძო მრავალპროფილიანი საერო სკოლა „გორდა’“ ახალ, კეთილმოწობილ და თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში გადავიდა. სკოლის ხელმძღვანელობას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ახალმოსახლეობა მიულოცეს და სასწავლო გარემო დაათვალიერეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა. „გორდამ“ ფუნქციონირების 15 წლის მანძილზე არაერთ წარმატებას მიაღწია: ყოველწლიურად იზრდება ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა რაოდენობა; მოსწავლეებს აქვთ მაღალი მაჩვენებლები სასწავლო ოლიმპიადებში, საატესტატო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში; კურსდამთავრებულები რეპეტიტორების გარეშე ირიცხებიან და სახელმწიფო გრანტით სწავლას აგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში; სკოლის მოსწავლე-გამომგონებლები წლების მანძილზე კონკურსის: „ლეონარდო და ვინჩი“ გამარჯვებულები და აშშ-ის მსოფლიო გამომგონებელთა კონკურსის მონაწილეები არიან. სკოლაში 80 პედაგოგი მოღვაწეობს და მათგან 3 მეცნიერებათა დოქტორი, 2 პროფესორი, 1 წამყვანი, 17 უფროსი და 28 პრაქტიკოსი მასწავლებელია.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები