Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

ძვირფასო მშობლებო, შეგახსენებთ!!!

სკოლის პედაგოგიური საბჭოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ახალი, 2017-2018 სასწავლო წელი „ განათლების ხარისხის ამაღლების წლად“ გამოცხადდა. სასკოლო ფორმა სკოლის ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ჩვენ მიერ შემოთავაზებული ფორმის მოდელი, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, შეარჩია სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ. ფორმა, განურჩევლად კლასისა (I – XII-ის ჩათვლით), თანაბრად სავალდებულოა ყველასთვის. განმეორებით გთავაზობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის აღწერილობას: I - XII კლასების გოგონები: ლურჯი პიჯაკი სკოლის ემბლემით; თეთრი პერანგი; კუბოკრული ქვედა ბოლო; კუბოკრული ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი (საზეიმო ღონისძიებებისათვის). I - XII კლასების ვაჟები: ლურჯი პიჯაკი სკოლის ემბლემით; თეთრი პერანგი; ლურჯი შარვალი; კუბოკრული ჰალსტუხი; შავი ფეხსაცმელი (საზეიმო ღონისძიებებისათვის).
შენიშვნა: 1. გთავაზობთ ატელიეს მისამართს, განრიგსა და ფასებს. დაკვეთის თარიღის გასვლის შემთხვევაში, შეკვეთის თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმართეთ უშუალოდ, სამკერვალო სახელოსნოს, კერძოდ, ქ-ნ ესმა მამულაძეს. ატელიეს მისამართი: ბათუმი, 26 მაისის ქ. N 32 ; ატელიეს დასახელება: ქართული სამოსის სახლი/სადედოფლო კაბები; მენეჯერი, ქალბატონი ესმა მამულაძე (მობ. 555 546 189) 2. დაკვეთების მიცემა გვიანდება, შესაბამისად, შეუძლებელია ფორმების ერთდროულად შეკერვა. იჩქარეთ!!!

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები