Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა


სამეცნიერო ბანაკის შთაბეჭდილებები... აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიცირებით, ინგლისურ ენაში ჩატარებული კონკურსის შედეგებისა და აკადემიური მოსწრების მიხედვით, აჭარის მასშტაბით გამოვლენილი 12 გამარჯვებული მოსწავლე ერთი კვირის მანძილზე, ქ. იზმირში, თურქეთის სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამაში ღებულობდა მონაწილეობას. თურქეთის სამეცნიერო ბანაკი ერთ-ერთია მსოფლიოს სამ სამეცნიერო ბანაკს შორის, დანარჩენი ორი კი მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. სამეცნიერო ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ შერჩეულთა შორის, უმაღლესი ქულებით მონაწილეობდა სკოლა „გორდა“-ს მე-10 კლასის 3 წარჩინებული მოსწავლე-ქეთი ჩხარტიშვილი, ლიზი წოწორია და მარიამ ჩახვაძე. მონაწილეთა განცხადებით, მათთვის საპატიო და საპასუხისმგებლო იყო ბანაკში მოხვედრა. როგორც თავად აღნიშნავენ, მათ მეხსიერებას სასიამოვნო მოგონებად შემორჩება ბანაკში გატარებული თითოეული დღე. მიაჩნიათ, სამეცნიერო ბანაკში მიღებული გამოცდილება დიდად დაეხმარება გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში. ცნობისათვის: სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა ქალაქ იზმირში ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება სრულად უზრუნველყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები