Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მურღულის საშუალო სკოლა

გორდამ მურღულის საშუალო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა სკოლა გორდას ართვინის ვილაეთის მურღულის საშუალო სკოლის ქართული ენის ჯგუფის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები სტუმრობდნენ. მათ დაათვალიერეს სკოლა, დაინტერესდნენ სასწავლო პროგრამებით, კაბინეტ-ლაბორატორიებით, ასევე, ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ქართველი მუჰაჯირები:ხა(ო)ჯიშვილები, მე(ო)ლაშვილები, კაციტაძეები, ვარშანიძეები, ცხვარიძეები, შეიფოღლები გატეხილი ქართულით გვიყვებოდნენ წინაპართა მონათხრობიდან ბავშვურ მეხსიერებას შემორჩენილ სევდიან ისტორიებს ჭოროხსგაღმა დარჩენილ მემლექეთსა და ნათესაობაზე, ქართული ენის შესანარჩუნებლად და თაობიდან თაობაზე გადასაცემად მათი ბებია-ბაბუების როლზე, მომავალი თაობისათვის ქართული ენის შესასწავლად წინგადადგმულ ნაბიჯებზე(როგორც თავად აღნიშნეს, ამის კარგი პრეცედენტია მურღულის სკოლაში ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფების გახსნა). ქალაქი მურღული თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციაში მდებარეობს. მურღულის საშუალო სკოლაში, მსურველთათვის, უკვე მეორე წელია ისწავლება ქართული ენა, როგორც არჩევითი საგანი და მას ფათიჰ მეიდანი (ცვარიძე) ასწავლის. მურღულელთა საპატივცემულოდ, X-XI-XII კლასების მოსწავლეებმა: მარიამ დიასამიძემ, ნინო ბერიძემ, სოფო ბედინაძემ და ლუკა ბარამიძემ სახელდახელო კონცერტი გამართეს.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები