Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

სასკოლო ცხოვრების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი...


დღეს, ჩვენი სკოლის წარმომადგენლობითი დელეგაცია, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საგანმანათლებლო-გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ერთი კვირით, (23-30 ნოემბერი) ლატვიაში, ქალაქ რიგის აგენკალნების სახელმწიფო გიმნაზია უმასპინძლებს. ცნობისათვის: რიგის აგენკალების სახელმწიფო გიმნაზიას(Agenskalns State Gymnasium in Latvia) 2016 წელს ლატვიის ნაციონალური დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე მიენიჭა „ წლის საუკეთესო სკოლის“ ტიტული. 2017 წლიდან გიმნაზიას, ლატვიის მასშტაბით, მე-4 ადგილი უჭირავს. 2015-2016 სასწავლო წლის მონაცემებით, ლატვიის 94 სკოლას შორის, გიმნაზია მესამე ადგილზეა ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და კონკურსებში მიღწეული წარმატებების მიხედვით, რისთვისაც ეროვნული ჯილდო პირადად ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისიმ გადასცა. გიმნაზია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, ჰყავს პარტნიორი სკოლები პორტუგალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, თურქეთში, ბულგარეთსა და იტალიაში. ბათუმის ელიტური სკოლა “გორდა“ გიმნაზიის რიგით მეშვიდე საერთაშორისო პარტნიორი სკოლა გახდა. პროგრამა მოიცავს ინტეგრირებულ სამუშაოებს, სასწავლო აქტივობებსა და კულტურულ ღონისძიებებს. პროექტის აჯენდა იხილეთ ქვემოთ:

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები