Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

გავუთბოთ ერთმანეთს გულები...

სკოლა „გორდა“ წლებია მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო კამპანიებში, მართავს კონცერტებს, ასაჩუქრებს ამანათებით. გორდელები წელსაც აქტიურად იყვნენ ჩართულები საქველმოქმედო აქციებში. გასულ კვირას ხანდაზმულ პედაგოგებს სტუმრობდნენ, გუშინ კი პედაგოგებთან ერთად, სარეაბილიტაციო ცენტრი "თანას" აღსაზრდელებს სტუმრობდნენ, დაათვალიერეს აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ერთობლივი ძალებით ჩაატარეს პატარა კონცერტი, დაუტოვეს საჩუქრები და ერთი ლამაზი დღე აჩუქეს თავიანთ თანატოლებს. საქველმოქმედო აქციაში, ამჯერად, სკოლის III ა ,III ბ,IIა, II ბ კლასის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები