Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

27 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე გაიმართა ხელოვნების უნივერიტეტის მისიისა და სტრატეგიული გეგმის წარდგენა-განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გ. ბერიძე, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ქ. ვაჩეიშვილი, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი თ. მეიშვილი, შემოქმედებითი პროექტების კოორდინატორი მ. ბაღდადიშვილი, სამეცნიერო პროექტების კოორდინატორი ს. თავაძე, უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები: სსიპ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მენეჯერი მ. გაბაიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ხელოვნების ცენტრის მენეჯერი ა. აბუსერიძე, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის პრეს-სპიკერი ს. ცეცხლაძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ყოფილი დირექტორი მ. ჩარკვიანი, შპს ელიტური სკოლა „გორდას“ დირექტორი-ნ. მურვანიძე. ხელოვნების უნივერიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსმა ქ. ვაჩეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ხელოვნების უნივერიტეტის მისია და სტრატეგიული გეგმა. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ უნივერსიტეტის მისიასა და სტრატეგიული განვითარების გეგმასთნ დაკავშირებით წარმოადგენენ თავიანთ წინადადებებს. შეხვედრის შემდეგ გაიმართა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა. პარტნიორი დაწესებულებების წარმომადგენლები ხელოვნების უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ უნივერსიტეტის საპატიო სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით. ვულოცავთ სკოლის დირექტორს ნინო მურვანიძეს საპატიო სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოებას-სსიპ ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისათვის. ჩვენი მხრივ, სკოლა „გორდა“ მადლობას უხდის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს(რექტორი, პროფესორი ერმილე მესხია)ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულ აქტივობებში ჩართულობისათვის, სკოლის კინოკლუბის გადაღებებისათვის პროფესიონალი ლექტორ-მასწავლებლების კონსულტაციებისათვის, უნივერსიტეტის აპარატურით სარგებლობაში ქმედითი დახმარების აღმოჩენისა და ყველაზე მთავარი, გორდა, როგორც დამსაქმებელი, გამოვხატავთ ღრმა პატივისცემას უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების, ამჟამად, ჩვენი პედაგოგების კვალიფიციურობისათვის და მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები