Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

ჯანსაღი თაობა

როცა სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი ერთად ფიქრობს ჯანსაღი თაობის აღზრდაზე... სკოლა „გორდასა“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიცია გააჩნია. ამის დასტურია ერთობლივი პრეზენტაციები, ვორქშოფები, კონკურსები. 2018 წლის 8 თებერვალს, უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა ვორქშოფი, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება სოციალური ურთიერთობებისა და ინტერნეტის კავშირთან მიმართებაში. ვორქშოფს უძღვებოდა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ფსიქოლოგიის დოქტორი-რუსუდან ბერიძე. პრეზენტატორმა განმარტა სოციალური ურთიერთობებისა და ინტერნეტის კავშირის სახეები. შეხვედრა გათვლილი იყო საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფზე, ვორქშოფის პროცესში, კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს პრობლემის მოგვარების გზები, იმსჯელეს სოციალური ურთიერთობებისა და ინტერნეტის დადებით და უარყოფით მხარეებზე, ასევე, ფსიქოლოგიური ხასიათის ჭრილში, განიხილეს სოციალური თამაშები.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები