Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

2018 წლის 8 თებერვალს, დავითობასთან დაკავშირებით, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?“ (ფასილიტატორები: შარლოტა ქორიძე, თამარ ხითარიშვილი; სოფო კანთელაძე). მონაწილე გუნდები: ,,ძლევაი საკვირველი“-IX კლასი(კაპიტანი ანრი ჩხაიძე); „მსტოვრები“-XI კლასი(კაპიტანი-ნიკა პაპავა); „გუნდი-1121“ -XI კლასი(კაპიტანი-გიორგი სურგულაძე); ,,მესიის მახვილი“-XII კლასი(კაპიტანი- ნანა ტყეშელაშვილი). თამაში წარიმართა სამ რაუნდად, შუალედებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს დავითისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კოლაჟი და ამონარიდები ისტორიული წყაროებიდან. საბოლოო შედეგებით ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი “1121“-XI კლასი(კაპიტანი-გიორგი სურგულაძე). გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატი და სიბრძნის სიმბოლო-ბუ. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებს: შარლოტა ქორიძეს, თამარ ხითარიშვილსა და სოფო კანთელაძეს და შემდგომ წარმატებებს უსურვებს.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები