Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

გამორჩეული იავნანა...

როცა მშობელი აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, შვილიც გამორჩეულად აქტიურია მაშინ...
მე-3 -ბ კლასის დამრიგებელმა-თამარ აბდიბამ შესანიშნავ ტრადიციად დაამკვიდრა კლასის მოსწავლეთა მამების ჩართულობით დედის დღის აღნიშვნა, გადაწყვიტა მოსწავლეთა დედებისთვის სიურპრიზი მოეწყო და არჩევანი სპექტაკლზე ,,იავნანამ რა ჰქმნა?!’’ შეაჩერა.
სპექტაკლის სამზადისი დედებისთვის გასაიდუმლოებული იყო, უბრალოდ, მორიგ საკლასო ღონისძიებაზე მიიწვიეს შვილებმა...
სცენის გაფორმებაზე დიდი ხალისით მუშაობდნენ მასწავლებელი და მოსწავლეები, ნორჩ მსახიობთა ჩაცმულობასა და დედების საჩუქრებზე ერთად იზრუნეს თამუნა მასწავლებელმა და მამებმა, სიურპრიზიც შესანიშნავი გამოვიდა, გამორჩეულად თბილად იღვრებოდა დარბაზში იავნანას ჰანგები, ცრემლად იღვრებოდა დამსწრე საზოგადოება, პატარები უნიჭიერესი მსახიობები აღმოჩნდნენ, არაჩვეულებრივად შეასრულეს როლები და ერთგვარი სამსახიობო გამოცდილებაც მიიღეს,სპექტაკლმა მაყურებლის საერთო მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები