Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

გავუთბოთ ერთმანეთს გულები

წლებია, რაც „გორდას“ მოსწავლეები ჩართულნი არიან სკოლის მოხალისეობის პროგრამაში- „გავუთბოთ ერთმანეთს გულები", ანუ"გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის" .
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სკოლასა და მის ფარგლებს გარეთ, არაერთი საინტერესო ღონისძიება და საქველმოქმედო აქციაა ჩატარებული. ნორჩი მოხალისეები დიდი სიყვარულით მეგობრობენ სკოლის მიკრორაიონში მცხოვრებ, წარსულში მოღვაწე დამსახურებულ ქალბატონებთან და პედაგოგებთან. ტრადიციად იქცა ღვაწლმოსილი ქალბატონებისათვის საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ამანათებისა და პროდუქტების გადაცემა.
დღეს, გორდელებმა მოინახულეს და 8 მარტი მიულოცეს წარსულში მოღვაწე დამსახურებულ ქალბატონებს, ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ლია და დალილა შანიძეებს;
გულნარა ღლონტს, ეთერ საფარიძეს. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ქალბატონებს საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ამანათები და პროდუქტები გადასცეს.
აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი... გაუთბეთ ერთმანეთს გულები.... გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის...სიყვარული და ქველმოქმედება გადამდებია!!!

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები