Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

#ერთიანობა მრავალფეროვნებაში

25 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით ბათუმის ელიტურმა სკოლა „გორდამ“ საერთაშორისო პროექტს - „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“ უმასპინძლა. პროექტის მიზანი იყო ევროპელი კოლეგებისთვის ქართული საგანმანათლებლო სისტემის გაცნობა, ხედვების გაზიარება და მათთან სამომავლო თანამშრომლობის სფეროების განსაზღვრა.
პროექტის ფარგლებში გორდას ანგენლკალნების სახელმწიფო გიმნაზიის დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სკოლის დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები. გიმნაზია ლატვიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სკოლაა, რომელიც 2017 წელს ქვეყნის პრეზიდენტმა პირადად დააჯილდოვა.
ლატვიის დელეგაცია ეწვია საერო ელიტური სკოლა გორდას ახალ კამპუსს, გაეცნო სკოლის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო წრეების მუშაობის პრინციპს, გაიმართა ქართული და ლატვიური სკოლების საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციები.
პროექტში მონაწილე სტუმრები გაეცნენ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას, ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, საერთო აქტივობებში მონაწილეობა მოსწავლეებს დაეხმარა კულტურულ ინტეგრაციაში, მრავალსაუკუნოვანი ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციების გააზრებასა და საქართველოს კულტურული ღირებულებების ევროპელი თანატოლებისთვის გაზიარებაში.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები