Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოებაზე

შპს „სახანძრო უსაფრთხოების“ ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი შრომის უსაფრთხოების საკითხებში, კერძოდ, თემაზე „სახანძრო უსაფრთხოება და ხანძართან ბრძოლა“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სკოლაში არსებული სახანძრო საფრთხეების გამოვლენის მეთოდების შესწავლა, ასევე სახანძრო უსაფრთხოების იმ აუცილებელი ინსტრუქციებისა და პროცედურების შესწავლა, რომელიც უნდა ჰქონდეს შემუშავებული ნებისმიერ დაწესებულებას, მიუხედავად მისი სიდიდისა.
ასეთი სისტემის გამოყენება საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ის რისკები და საფრთხეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის შედეგებმა. სახანძრო უსაფრთხოების სისტემის დანერგვისა და სწავლების მიზანია უზრუნველყოს მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობის და სკოლის ქონების დაცვა.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები