Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

ყურადღება! როტაცია !!!

მოხალისეობის პროგრამა-„გავუთბოთ ერთმანეთს გულები", ანუ „გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის"-გრძელდება...
მეათე წელია, რაც სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის(„გორდა“) ინიციატივით სკოლაში ხორციელდება მოხალისეობის პროგრამა- „გავუთბოთ ერთმანეთს გულები", ანუ"გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის" . აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ, არაერთი საინტერესო ღონისძიება და საქველმოქმედო აქციაა ჩატარებული. ნორჩი მოხალისეები დიდი სიყვარულით მეგობრობენ სკოლის მიკრორაიონში მცხოვრებ, წარსულში მოღვაწე დამსახურებულ ქალბატონებთან და პედაგოგებთან. ტრადიციად იქცა ღვაწლმოსილი ქალბატონებისათვის საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ამანათებისა და პროდუქტების გადაცემა.
როტაცია დაწყებულია. ველოდებით ახალ მოხალისეებს. კონსულტაციისათვის მიმართეთ კლუბის ფასილიტატორს, ქალბატონ სოფო კანთელაძეს. აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი... გაუთბეთ ერთმანეთს გულები.... გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის...

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები