Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

2018 წლის 28 ივნისს, ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში ზურაბ გორგილაძისა და ფრიდონ ხალვაშის სახელობის ლიტერატურულ კონკურს „ზღვაურში“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა(პროექტის ავტორი-პოეტი-ბელა ქებურია).
პოეზიისა და მცირე პროზის კონკურსში საქართველოს მასშტაბით 500-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. ღონისძიება ბათუმის მერიის ხელშეწყობით გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციები კონკურსის გრანპრისა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა და ფულადი პრემია გადაეცა ნიკა ფუტკარაძეს, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ: ანა ქაჯაია, ქეთევან ჩხარტიშვილი, ლალი ვაჩეიშვილი, მარიამ სოფრომაძე, ლუკა ზაქარიაძე, ანა-მარია კირკიტაძე, ნინო ჩხიკვაძე, გიორგი ჩხიკვაძე, კესარია თოდუა, თეიმურაზ ღლონტი, ზუკა ცინცაძე, მარიამ კეშელავა, მარიამ ვანიძე, ანანო ჭარხალაშვილი, ანასტასია ფალავანდიშვილი, ნიკა ვასაძე, მარიამ ხარაზი (ნომინაციები).
მომავალი თაობაზე მზრუნველის კონკურს „ზღვაურის“ საპატიო დიპლომების გადაეცათ სკოლის დირექტორს- ნინო მურვანიძეს და მონიტორინგის სამსახურის უფროსს-სოფო კანთელაძეს.
სკოლის დირექცია და ლიტერატურული კლუბი „ოქროს კალამი“დიდ მადლობას უხდის ქალბატონ ბელა ქებურიას ჭეშმარიტად მამულიშვილური პროექტისდანერგვისათვის, თაობების პოეზიასთან წილნაყარობისთვის, ქართველობის არსის გააზრების სწავლებისა და ზღვა სიყვარულისთვის.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები