Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

ყურადღება, ვაკანსია!!!

ელიტური სკოლა “გორდა“ აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე: მათემატიკა, მუსიკა, რუსული ენა; ხელოვნება.
შესარჩევ კონკურსში მონაწილე აპლიკანტი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში; ან გააჩნდეს ვაკანტური მიმართულების შესაბამისი აკადემიური ხარისხი (მეცნიერებათა კანდიდატი ან დოქტორი; სერტიფიცირებული მასწავლებელი), უნდა იცნობდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას; მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემას; გაკვეთილის თანამედროვე ფორმებს; შეფასების კრიტერიუმებს; საკანონმდებლო აქტებსა და კანონმდებლობას; გააჩნდეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება; ჩაატაროს მინიმუმ 2 საჩვენებელი გაკვეთილი.
შენიშვნა:
1. გამონაკლის შემთხვევაში,გამოცხადებულ პოზიციაზე განიხილება ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე აპლიკანტის კანდიდატურა ( თუკი მას ჩაბარებული აქვს საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა), გააჩნია პრაქტიკული გამოცდილება და რეკომენდაცია ყოფილი დამსაქმებლიდან).
2. უცხოურ ენაში(რუსული ენა)მასწავლებელს მოეთხოვება ტესტირების გავლა; მინიმუმ 2 სამოდელო გაკვეთილის ჩატარება; თქვენი CV და შესაბამისი დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე : This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას (27 84 97); მობ.(599)536291; 571 203727; 595916823; 598761033. მისამართი: ბათუმი, პ. მელიქიშვილის ქ.# 110.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები