Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

წინ დიდი სამუშაო გველის...


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შეფასების სქემაზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია. იწყებ სკოლის პედაგოგთა პროფესიულ საქაღალდეში განთავსებული დოკუმენტების შეფასება.
სკოლის შეფასების ჯგუფის თავმჯდომარემ ჩაატარა ტრენინგი შეფასების ჯგუფის წევრებისათვის. ტრენინგი ითვალისწინებდა შეფასების ჯგუფის წევრების მომზადებას იმ კუთხით, თუ როგორ უნდა დაეხმარონ მასწავლებლებს სწორად აწარმოონ შესაფასებელი პერიოდისა და ცალკეული აქტივობის მართვა.
შეფასების ჯგუფის ხელმძღვანელმა, სკოლის დირექტორმა ნინო მურვანიძემ ფასილიტატორებსა და ჯგუფის წევრებს ძირეულად გააცნო ფასილიტატორისა და შესაფასებელი სუბიექტების მოვალეობები და ურთიერთმოვალებები, ჯგუფის როლი სქემის მონაწილე პედაგოგების საქმიანობაში, პედაგოგებისადმი განსაზღვრული მოთხოვნების დებულება და ვადების გონივრული გამოყენების სტრატეგიები.
როგორც ნინო მურვანიძემ აღნიშნა, პროცესის წარმატებულად წარმართვისათვის, საჭიროა პედაგოგების ხშირი შეხვედრები შეფასების ჯგუფის წევრებთან და ხელმძღვანელობასთან, (პროცესი სირთულიდან და ნოვაციიდან გამომდინარე), რათა არცერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები