Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მე ამერიკის ახალი პრეზიდენტი ვარ

არჩევნების იმიტაცია-„მე ამერიკის ახალი პრეზიდენტი ვარ!“
2018 წლის 3 დეკემბერს,უცხოური ენების კათედრის კვირეულის ფარგლებში, XI კლასში(მასწავლებელი-სვეტლანა დალოგლანიანი) ჩატარდა საინტერესო და გამორჩეული აქტივობა: „ აშშ პრეზიდენტის არჩევნების იმიტაცია“.
არჩევნებში ორი საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა. შესაბამისად, კლასიც ორ გუნდად იყო დაყოფილი(NN 7; 69).
მოსწავლეები გაეცნენ აშშ პრეზიდენტის არჩევის წესს; საარჩევნო კამპანიაში ჩართული კანდიდატების უფლება-მოვალეობებს, დაამზადეს პოსტერები, წარმოადგინეს საარჩევნო პროგრამები, ჩაატარეს იმიტირებული არჩევნები.
გაიმარჯვა კანდიდატმა, რიგითი ნომრით 7(ქეთი ჩხარტიშვილი).
გაკვეთილის ბოლოს გადაიღეს ფოტოები აშშ ახლადარჩეულ პრეზიდენტთან-ქეთი ჩხარტიშვილთან ერთად.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები