Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

კარგი ქცევის საიდუმლო...

სულაც არ სჭირდება ინგლისური ენის მასწავლებელს-სვეტა დალოგლანიანს გაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევის მართვა...ამას, თავადაც ჩინებულად ახერხებენ II ა, ბ, გ კლასის მოსწავლეები სვეტა მასწავლებლის აპრობირებული მეთოდით(კლასში, ყოველი კვირის დასაწყისში ირჩევენ 2 მოსწავლეს, ერთი მასწავლებლის თანაშემწეა, მეორე ქცევისა და წესრიგის მაკონტროლებელი, მოვალეობის კარგად შესრულების შემთხვევაში, ჯილდოვდებიან სპეციალური ღიმილაკებით. დაგროვებული ღიმილაკების მიხედვით სემესტრის ბოლოს გამოვლინდება საუკეთესო თანაშემწე და მაკონტროლებელი). სვეტა მასწავლებლის აზრით, ამ ასაკში ბავშვები სწავლობ ენ ერთმანეთზე დაკვირვებით და ეს მეთოდი სხვა მოსწავლეებს სტიმულს აძლევს ისწავლონ და მოიქცნენ კარგად, აგრეთვე, შეეჩვიონ პასუხისმგებლობასა და წესრიგს.
უკვე გამოავლინეს საუკეთესო თანაშემწეები, ქცევის მაკონტოროლებლები და სემესტრის წარმატებული მოსწავლეები
: 2ა: თამარ მურვანიძე, ზვიად ლომთათიძე
2ბ: ელენე ნემსაძე, საბა დუმბაძე
2გ: ნუცი ცომაია, გიორგი ბეგიაშვილი, ბაჩი ქამაშიძე.
გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და შოკოლადებით, დანარჩენები საახალწლო სამაჯურებით.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები