Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

უჩვეულოდ ლამაზი დღე გორდაში...

ჭეშმარიტად ლამაზი დღე იყო გორდაში...წლის ბოლო სასწავლო დღე განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი გამოდგა გორდელთათვის... დილიდანვე საზეიმო განწყობა, საზეიმო ჩაცმულობა, საახალწლო მუსიკა და დღის დამაგვირგვინებელი საახალწლო კარნავალი-მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით...ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ მოსწავლეები, კათედრები, პედაგოგები, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა პედაგოგთა რიგით მეორე სპექტაკლმა, ტოლი ვერავინ დაუდო 80-იანი წლების უცხოური ენების კათედრას, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო ნომინანტთა დაჯილდოების ცერემონიალი...
და ყველაზე მთავარი, ღონისძიების აკორდი-სკოლის დამფუძნებელთა მიერ ინიცირებული საახალწლო ლატარია. 15 მასწავლებელმა მოიგო სხვადასხვა ძვირად ღირებული პრიზი. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!!! ლამაზი ახალი შობა-ახალი წელი გაგთენებოდეთ, ბედნიერ და ერთიან საქართველოში გეცხოვროთ...მრავალ შობა-ახალ წელს, მრავალჟამიერ!!!

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები