Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

13.03.2016

ყურადღება, ბიბლიოთეკის კვირეული!

    

  • 21 მარტი (ორშაბათი) - ლექსის დღე -"გაზაფხული შემოსულა, ლენ!"
  • 22 მარტი (სამშაბათი) - კალიგრაფიის კონკურსი II-VI კლასებ
  • 23 მარტი (ოთხშაბათი) - ფოტოკონკურსი თემაზე: "მე და წიგნი"
  • 24 მარტი (ხუთშაბათი) - "ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს" დეკლამატორთა კონკურსი- II-VI კლასებ
  • 25 მარტი (პარასკევი) - შემოქმედებითი წერის კონკურსი თემაზე: "დაეხმარე მოყვასს, მოასწარი დღეს, ხვალ იქნებ იყოს გვიან"... VII-XII კლასები.

ყურადღება!!!

ბიბლიოთეკის კვირეულის გახსნასთან დაკავშირებით, ცხადდება ფოტოკონკურსი „თემაზე: „მე და წიგნი“. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი კლასის მოსწავლეს შეუზღუდავად. 

ასევე შესაძლებელია ერთი კონკურსანტის მიერ რამდენიმე ნამუშევრის წარდგინება. ფოტონამუშევრების გამოფენა გაიმართება 25 მარტს, კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე. ნამუშევრებს შეარჩევს კომპეტენტური ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

 

ყურადღება!!!

ცხადდება დეკლამატორთა კონკურსი: „ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“, რომელიც გაიმართება ბიბლიოთეკის კვირეულში, მ/წლის 24 მარტს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-VI კლასის  მოსწავლეებს.

დეკლამატორების წარდგენას შეაფასებს ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

 

ყურადღება!!!

ცხადდება კალიგრაფიის კონკურსი, რომელიც გაიმართება ბიბლიოთეკის კვირეულში, მ /წლის  22 მარტს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-IX კლასის მოსწავლეებს. ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს თაბახის ფურცლის ერთი გვერდისა. ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

 

ყურადღება!!!

ცხადდება შემოქმედებითი წერის კონკურსი თემაზე: „დაეხმარე მოყვასს, მოასწარი დღეს, ხვალ იქნებ იყოს გვიან“ ...  რომელიც გაიმართება ბიბლიოთეკის კვირეულში, მ /წლის 25 მარტს.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასის მოსწავლეებს. ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს თაბახის ფურცლის ორი გვერდისა. ნამუშევრებს შეაფასებს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები