Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

,,იავნანას ვერ მღერიან ძიძები"...

მე-4 ა კლასში(დამრიგებელი-რუსუდან გოგიაშვილი) ჩატარდა ღონისძიება თემაზე: ,,იავნანას ვერ მღერიან ძიძები"...
პირველი სიტყვა, რომელიც ჩვენი ბაგეებიდან ისმის, ეს არის დედა. ამ პატარა სიტყვით იწყებს ადამიანი ცხოვრებას. დე, დედა, დედიკო... სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის. დედა სიცოცხლის წყაროა. სანამ დედა გყავს, მანამ ბავშვი გვგონია თავი და სიბერე არ გვიწერია. დ ე დ ა - მოკვდავთა შორის ყველაზე ძვირფასი არსებაა, ყველა ბედნიერების საწყისია, უძვირფასესი განძია, ყველაზე თბილი, სათნო, ლამაზი და საყვარელია.
სწორედ ამ თემატიკაზე იყო აგებული მთელი ღონისძიება, დატვირთული სხვადასხვა აქტივობებით...აკადემიზმი, გამორჩეული გაფორმება, დახვეწილი ნომრები, უზადოდ შესრულებული ცეკვა, სიმღერა, საშური დეკლამაცია, ერთნაირი ფორმები, ყვავილებისა და ჭერში დაკიდებული ბურთების საოცარი ფერთა გამა, ყვავილებში ჩაფლული დარბაზი, სათუთად გაფენილი სარეცხი(ფურცლებზე გაცოცხლებული ბავშვური მოგონებები დედიკოებზე), ვიდეოკოლაჟი, სტუმართა სიმრავლე-ეს იყო ლამაზი ღონისძიების გამორჩეული ხელწერა....

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები