Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

აკეთეთ სიკეთე-სიყვარულის სახელით...

თითქმის 10 წელი სრულდება, რაც სკოლა „გორდას“ მოსწავლეები აქტიურად ახორციელებენ მოხალისეობის პროგრამას- „გავუთბოთ ერთმანეთს გულები", ანუ, " ქველმოქმედება -სიყვარულისთვის" .
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სკოლაში და მის ფარგლებს გარეთ, არაერთი საინტერესო ღონისძიება და საქველმოქმედო აქციაა ჩატარებული. ნორჩი მოხალისეები დიდი სიყვარულით მეგობრობენ სკოლის მიკრორაიონში მცხოვრებ, წარსულში მოღვაწე დამსახურებულ ქალბატონებთან და პედაგოგებთან. ტრადიციად იქცა ღვაწლმოსილი ქალბატონებისათვის საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ამანათებისა და პროდუქტების გადაცემა.
დღეს, VIII ა და VIII ბ კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს, საკუთარი ინიციატივით შეგროვებული ამანათები და პროდუქტები გადასცეს და დამდეგი აღდგომის ბრწინვალე დღესასწაული მიულოცეს წარსულში მოღვაწე დამსახურებულ ქალბატონებს, ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ლია და დალილა შანიძეებს; გულნარა ღლონტს, ეთერ საფარიძეს. პროდუქტების ნაწილი კი ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან მიიტანეს და იქვე მყოფ შეჭირვებულ თანამოქალაქეებს დაურიგეს.
აკეთეთ სიკეთე-სიყვარულის სახელით... აჩუქეთ ერთმანეთს ღიმილი... გაუთბეთ ერთმანეთს გულები.... გაიღეთ ქველმოქმედება სიყვარულისთვის...სიყვარული და ქველმოქმედება გადამდებია!!!

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები