Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

სკოლა გორდამ პოეტ ბელა ქებურიას უმასპინძლა...

სკოლა "გორდაში" პოეტისა და საზოგადო მოღვაწის,- ბელა ქებურიას 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, რომელიც პოეზიის, სიყვარულის, მეგობრობისა და ნიჭიერების ნამდვილ ფოიერვერკად იქცა.
პერფორმანსის მთავარი როლი თავად იუბილარმა პოეტმა-ბელა ქებურიამ შეასრულა, რომელმაც თავისი მსახიობური ოსტატობით კიდევ ერთხელ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება. იყო ბევრი ემოცია, სასიყვარულო სიტყვები, მოლოცვები, საჩუქრები... განსაკუთრებული და მოულოდნელი საჩუქარი,-საიუბილეო ჯილდო იუბილარს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნინო მურვანიძემ გადასცა.
შეხვედრას ლირიულ-მხატვრული პერფორმანსის სახე ჰქონდა, რაც წარმოდგენის ელემენტებითა და კითხვა-პასუხის რეჟიმით იყო გამდიდრებული(ხელმძღვანელი მაია სიხარულიძე).
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული საპატიო სტუმრები: მწერლები, ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, სხვადასხვა კერძო და საჯარო სტრუქტურის ხელმძღვანელები.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები