Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

ვულოცავთ თინიკო ფირცხალაიშვილს, მშვიდ, გაწონასწორებულ, უნიჭიერეს პიროვნებას, გორდას სულსა და გულს, ჭეშმარიტ პედაგოგსა და მკვლევარს,-უდიდეს გამარჯვებას და ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხის მოპოვებას...
იშვიათია, ალბათ, დოქტორანტი, რომელმაც შეძლო ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა, რამეთუ, აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის ატვირთვისთანავე, თინიკო წამყვანი მასწავლებლის სტატუსსაც მოიპოვებს...
გამორჩეულად ვულოცავთ თინიკოს მეცნიერ-ხელმძღვანელს, პროფესორ ნინო დვალიძეს,- დისერტანტის ბრწყინვალე და გამორჩეულ დაცვას...
მადლობა უნივერსიტეტის პროფესორებს, თინიკოს კურსელებსა და უმაგრეს კოლეჯელებს(კოლეჯის ყველაზე პროფესიონალი კურსდამთავრებულების აღმზრდელებს): ზეიკოს, ზურას, ნინოს, ჟუკას, თეას,-მეგობრის წარმატებას...
ვულოცავთ გორდასა და გორდელებს, თინიკოს ოჯახს... და ყველაზე მთავარი: ზეციურ საქართველოში ვულოცავთ თინიკოს მშობლებს: ქალბატონ რუსუდანსა და ბატონ თემურს, მაგრამ მაინც დედას, რომლის ხსოვნასაც მიუძღვნა თინიკომ თავისი ნაშრომი....
გილოცავთ, გვიყვარხარ, გვეამაყები...

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები