Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გამართა.
კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია/ბიოქიმიის დარგებში.
ვულოცავთ გორდას ოქროს მედლით კურსდამთავრებულს, მოსწავლე-გამომგონებელთა რესპუბლიკური კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ I ადგილის, მსოფლიო გამომგონებელთა კონკურსის (აშშ) გუნდური IV ადგილისა და IYIPO მრავალგზის ოქროს მედლის მფლობელს, სან დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს-ვახტანგ დონაძეს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ სამაგისტრო გამოცდებზე.
ცნობისათვის: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. SDSU, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან არის წარმოდგენილი. MCC მეორე კომპაქტის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური STEM ადამიანური კაპიტალის მომზადება. ამჟამად უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე საქართველოში 600-მდე სტუდენტი სწავლობს.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები