Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

თამრიკო ცინცაძეს ვულოცავთ ესეების კონკურსში გამარჯვებას

წელს პირველად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩაატარდა „ესეების კონკურსი“ ინგლისურ ენაზე, რომელშიც მონაწილება მიიღეს აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესების კონკურსის მიმდინარეობის მესამე ეტაპს დაესწრო.
“ესეების კონკურსი” ჩატარდა სამ ტურად. პირველი და მეორე ტურები ჩატარდა წერითი, ხოლო მესამე ტური პრეზენტაცია/გასაუბრების ფორმით. კონკურსში სულ მონაწილეობდა სულ 251 მოსწავლე. მესამე ტურში მონაწილეობდა 20 მოსწავლე.
სპეციალურმა შექმნილმა კომისიამ გამოავლინა 10 გამარჯვებული კონკურსანტი.
„ ესეების კონკურსში“ გამარჯვებულები საგანმანათლებლო- შემეცნებითი ვიზიტით გაემგზავრებიან პოლონეთში ქალაქ ვროცლავში.
ვულოცავთ X კლასის წარჩინებულ მოსწავლეს-თამრიკო ცინცაძეს ესსეების კონკურსში გამარჯვებას და ვუსურვებთ სკოლისა და რეგიონის წარმატებულად წარმოჩენას პოლონეთში.
სკოლა „გორდა“ მადლობას უხდის ინგლისური ენისა და ისტორიის მასწავლებლებს: ხათუნა ვასაძესა და შარლოტა ქორიძეს გაწეული შრომისათვის. მომავალშიაც მრავალგზის ეამაყოთ შეგირდების წარმატებებით.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები