Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

22.03.2016

კალიგრაფიის კონკურსი

 2016 წლის 22 მარტს, წინასწარ დაანონსებული ბიბლიოთეკის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი  II-VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით. მოსწავლეებმა მოჩუქურთმებული ქართული ასოებით ქაღალდზე გააცოცხლეს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და დავით აღმაშენებლის მოკლე ისტორია. გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება იგეგმება კვირეულის ოფიციალურად დახურვის დღეს. გამორჩეული კალიგრაფიის მქონენი 26 მაისს ნატიფი ქართული ასოებით გამოყვანილი „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავი აფორიზმებით დაამშვენებენ სკოლის კედლებს.

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები