Business Plan II - шаблон joomla Оригами

პედაგოგიური საბჭო

  1. პედაგოგიური საბჭოს ყველა წევრი თანაბარუფლებიანია. საბჭოს სხდომის ჩატარება შესაძლებელია სხდომაზე საბჭოს წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტის სწრებადობის შემთხვევაში.
  2. საბჭოს წევრთა მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია პედაგოგიური საბჭოს რიგგარეშე სხდომის ჩატარება.
  3. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედსაბჭოს სიითი უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე, პედაგოგიური საბჭოს დანიშვნა და წარმართვა პედსაბჭოს თავმჯდომარის პრეროგატივაა.
  4. პედაგოგიურ საბჭოში, მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სხდომაზე განხილვის მიზნით, შექმნილია ცალკეული მუშა ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ პედსაბჭოს დავალებას და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
  5. პედსაბჭოს გადაწვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით(არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა).
  6. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები:

ესგ შესაბამისად  ამტკიცებს:

* სასკოლო სასწავლო გეგმას;

* საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებულ/გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

* ისგ; ინკლუზიურ და სადამრიგებლო პროგრამებს.

  1. შესაძლებელია ცვლილებების შეტანა პედსაბჭოს დებულებაში.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები