Business Plan II - шаблон joomla Оригами

მშობელთა სათათბირო

სკოლის წარმატებული მუშაობისა და მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის აუცილებელი წინაპირობაა სკოლის მჭიდრო თანამშრომლობა საზოგადოებასა და მშობლებთან. ამ მიზნით, სკოლაში შექმნილია მშობელთა სათათბირო (იგივე კლუბი). მშობელთა სათათბიროსთვის/კლუბისთვის პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები:

ორმხრივი კომუნიკაცია სკოლასა და ოჯახს შორის;

  • პირველი გაკვეთილი; პირველი მასწავლებელი;
  • მოსწავლის ჩართულობა სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • მოსწავლის მოსაზრების გათვალისწინება;
  • იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობა, რომელთათვის მოსწავლე სასწავლო პროცესის ცენტრალური ფიგურაა.

მშობელთა კლუბი და მოსწავლეთა წარმატება

მშობლის ჩართვა ბავშვის განათლების პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეს წარმატებების მიღწევაში (მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური შეფასებები, საგამოცდო შედეგები, რეიტინგული ქულები, დასწრების მაჩვენებელი, ხარისხიანად შესრულებული საშინაო დავალებები. მოტივირებულია, წარმატებით ამთავრებს საშუალო სკოლას, გააჩნია  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უკეთესი შესაძლებლობები და პირობები. მშობლის სკოლის ცხოვრებაში მონაწილეობის დროს უმჯობესდება ცუდი მოსწრების მქონე მოსწავლის სწავლების დონე, (ხშირ შემთხვევაში, სტატისტიკურად, მისი მოსწრება საშუალო მოსწრების დონეს უტოლდება). თუ მშობელი არ მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, არა აქვს მობილური კავშირი ურთიერთობა სკოლას და მასწავლებლებთან, არ არის დაინტერესებული სკოლაში მიმდინარე მოვლენებით, მისი შვილის მოსწრება ძალზედ დაბალია.

ქცევა:

მშობლების ჩართვა  სკოლის ცხოვრებაში, მოსწავლეებს  დადებითად განაწყობს  სკოლის მიმართ; უძლიერებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების წარმოჩენის მოტივაციას, გამოირჩევიან ჯანსაღი ურთიერთობებით (როგორც მასწავლებლებთან, ასევე თანატოლებთან).

სოციალური და ემოციური სარგებელი:

სკოლის მართვაში ჩაბმული მშობელი უფრო გულისყურით ეკიდება ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს,  ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრია შვილის მიმართ, პოზიტიურად აფასებს შვილის მიღწევებს.

პრობლემის მოგვარების შესაძლებლობები:

სკოლის მართვაში ჩაბმული მშობლები შვილებს საშუალებას აძლევენ თამამად გამოხატონ საკუთარი შეხედულებები და პრობლემები. ისინი უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებენ თავიანთი შვილების მასწავლებლებთან, ერთად განიხილავენ პრობლემებს, სრულყოფილად ფლობენ ინფორმაციას ბავშვების მდგომარეობის შესახებ და დროულად იღებენ ზომებს მათი პრობლემების მოსაგვარებლად.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები