Business Plan II - шаблон joomla Оригами

ისტორია

სკოლის ისტორია

შპს “გორდას” ბათუმის საერო ელიტარულმა სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს, 13 მოსწავლით. ამჟამად სკოლის თორმეტივე კლასში სწავლობს 359 მოსწავლე. 

მოდერნიზებული სასწავლო პროცესი, მოსწავლეთა ინდივიდუალური რეიტინგ-პორტფოლიოები, ეტაპობრივი ტესტირებები, კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები კომპიუტერით, უცხოური ენების ფართო არჩევანი, მოსწავლეთა სტიპენდირება, სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების კლუბები; მოსწავლეთა მცირეგრანტიან პროექტებში ჩართულობა;  “წლის საუკეთესო მასწავლებლისა და მოსწავლის”;  და სხვა ნომინაციები, კურსდამთავრებულთა სახელმწიფო გრანტით სწავლის გაგრძელება უმაღლეს სასწავლებლებში, ხელოვნების სკოლა, სპორტული სექციები, არტ-სალონი; ბატიკის, გობელენის, თექის, თიხის, ძერწვის წრეები; თანამედროვე, ეროვნული ცეკვებისა და ხალხური საკრავების ანსამბლები, განახლებული გაზეთი “გორდა” ხელს უწყობს “ლამაზი სკოლის” იმიჯისა და გამორჩეული ხელწერის დამკვიდრებას. 

მოწესრიგებული ინტერიერი, დაცული, უსაფრთხო გარემო, კეთილმოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, კომპიუტერული და სპორტული კაბინეტები, სააქტო დარბაზი, მდიდარი ბიბლიოთეკა მოსწავლეთა ცოდნის ამაღლების, ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და უნარჩვევების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა.

 გვახარებს  სკოლის სამოქალაქო კლუბის  მიღწევები (მოპოვებული 3 მცირე გრანტი); სკოლის ახალგაზრდა მეცნიერ-გამომგონებელთა რესპუბლიკური პირველი ადგილი და 2015 წლის საგაზაფხულო ამერიკული ტურნე; ფოლკლორულ ანსამბლ “თოლიას” გრან-პრი  და ანსამბლის საზაფხულო  საზღვარგარეთული გასტროლი.

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები