Business Plan II - шаблон joomla Оригами

გაცვლითი პროგრამები

გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამები

სკოლა ახორციელებს პარტნიორულ პროგრამებს, აქტიურად თანამშრომლობს და გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორც რეგიონულ და რესპუბლიკურ, ისე საზღვარგარეთის დონეზე.

გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სკოლა ორი წელია აქტიურად თანამშრომლობს კემბრიჯის საერთაშორისო ცენტრთან, ქ. ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სოციალურ მეცნიერებათა სკოლასთან, ქ. სარატოვის საბუნებისმეტყველო დისციპლინების ლიცეუმთან, ლატვიის კერძო სკოლების ასოციაციასთან, ქ. ადანას (თურქეთის რესპუბლიკა) საბუნებისმეტყველო ლაბორატორიასთან, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტთან. 

გაეროს მოდელირების ფარგლებში, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის “გორდა“-ს წევრები 2016 წლის 20-27 დეკემბერს საგანმანათლებლო ტურნეს (საფრანგეთი-გერმანია) ფარგლებში ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს (სტრასბურგი) მუშა ვიზიტით სტუმრობდნენ.

ორგანიზატორები: საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტი;  შპს ,,გორდა’’ ბათუმის საერო ელიტარული სკოლა; მონაწილეები: 3 მასწავლებელი-21 მოსწავლე.

საგანმანათლებლო ტურის აღწერა: ტურის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ გაცნობით ტურებსა და სესიებს ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ევროპის ახალგაზრდულ ცენტრსა და პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში. პროექტი ასევე მოიცავდა კულტურულ ტურებს: გერმანიაში(ბადენ-ბადენი); სტრასბურგსა და პარიზში. პროექტმა  მოსწავლეებს მისცა ევროპული სტრუქტურების მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა, გააცნო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობის ფორმები და ამ ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები. პროექტის მონაწილეები გაეცვნენ ევროინტეგრაციის  პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს.

სკოლასთან, როგორც ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პარტნიორთან აჭარის რეგიონში, გაფორმებულია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში ევროპული ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეთა არაფორმალური განათლების მიღებას.

  • ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდა“- ს წარმომადგენლობითი დელეგაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამის მემორანდუმის გასაფორმებლად ქალაქ ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სოციალურ მეცნიერებათა მუნიციპალურ სკოლას სტუმრობდა. თურქეთის რესპუბლიკაში გაცვლითი პროგრამა 2015 წლის 16-20 დეკემბერს გაიმართა, თურქული მხარე საპასუხო ვიზიტით სკოლას 2016 წლის გაზაფხულზე ეწვევა.
  • შემოდგომაზე იგეგმება გაცვლითი სასწავლო პროგრამები მალტაში; ხოლო გაეროს მოდელირების ფარგლებში-ბრიუსელსა და ამსტერდამში.

ლსაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს.

 სკოლასთან, როგორც ექსკლუზიურ საგანმანათლებლო პარტნიორთან აჭარის რეგიონში, გაფორმებულია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლის მოსწავლეებში ევროპული ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოსწავლეთა არაფორმალური განათლების მიღებას.

  • ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდა“-ს წარმომადგენლობითი დელეგაცია 2015-2016 სასწავლო წლისათვის გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამის მემორანდუმის გასაფორმებლად ქალაქ ორდუს (თურქეთის რესპუბლიკა) სოციალურ მეცნიერებათა მუნიციპალურ სკოლას სტუმრობდა. თურქეთის რესპუბლიკაში გაცვლითი პროგრამა 2015 წლის 16-20 დეკემბერს გაიმართა, თურქული მხარე საპასუხო ვიზიტით სკოლას 2016 წლის გაზაფხულზე ეწვევა.
  • შემოდგომაზე იგეგმება გაცვლითი სასწავლო პროგრამები მალტაში; ხოლო გაეროს მოდელირების ფარგლებში-ბრიუსელსა და ამსტერდამში.

 

 

 

 

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები