Business Plan II - шаблон joomla Оригами
  • Business workflow for year 2012
  • Business workflow for year 2013
  • Business workflow for year 2014

მილოცვა

ვულოცავთ ამერიკული კუთხის ახალგაზრდა ელჩს, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ლიზი ტუღუშს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის სესიებში სახელმწიფო დაფინანსებით მონაწილეობის უფლებას.

პატარა მსოფლიო ჩემპიონი

ვულოცავთ ასაკით ყველაზე პატარა მსოფლიო ჩემპიონს ტაეკვანდოში, გორდას მეცხრე კლასის მოსწავლეს-ზურაბ კინწურაშვილს მორიგ გამარჯვებას, პირველ ადგილსა და ოქროს მედალს ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ტაეკვონდოში და წარმატებულ სპორტულ კარიერას ვუსურვებთ. შვილის ბრწყინვალე გამარჯვებას ვულოცავთ ზურას მშობლებს.

საინტერესო ინიციატივა

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გორდას მე-11 კლასის წარჩინებულმა მოსწავლემ, მარიამ აბესლამიძემ საგანმანათლებლო ბლოგი-„პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება“ აღმოაჩინა და მისი ავტორები, ტრენერები ხვიჩა მებონია და მაკა დვალი გაიცნო. ეცნობოდა მათ სტატიებს, აქტივობებს, სავარჯიშოებს, აწარმოებდა მიმოწერას. სასტუმრო „გრანდ ჯორჯიან პალასში“, მარიამის ორგანიზებით ბათუმელი ახალგაზრდები შეიკრიბნენ. ტრენინგის თემა „კომფორტული ზონიდან გასვლა“ იყო.

გაცვლითი პროგრამის შთაბეჭდილებები...

ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდას“ დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში სკოლის დირექტორი, მოსწავლეები და მასწავლებლები შედიოდნენ, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ინსტიტუტის მხარდაჭერით, საგანმანათლებლო ტურის, „ევროპული საგანმანათლებლო სივრცის“ ფარგლებში, ვენასა და პრაღას ესტუმრნენ. პროგრამის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა გამართეს ოფიციალური შეხვედრები საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

გვერდი 4 / 70 დან

მოგვწერეთ

სოციალური ქსელები