599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

აკვანი და ნეკერჩხალი…

კიდევ ერთ კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი „გორდაში“. სკოლის მკითხველთა კლუბი „ანარეკლის“(კოორდინატორი-ანა-ქალთამზე სურმანიძე) ინიციატივითა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით, ჩატარდა სკოლის მიერ ინიცირებული რესპუბლიკური ლიტერატურული კონკურსი: „აკვანი და ნეკერჩხალი“, მიძღვნილი სულ ცოტა ხნის წინ ცაში ანგელოზებად გაფრენილი ახალგაზრდა მწერლების: ანა ლაშხელი -ონიანისა და ნინო ნეკერიშვილის ხსოვნისადმი და მიზნად ისახავდა, როგორც საქართველოში მცხოვრები მწერლობის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენასა და წახალისებას, ასევე, ანა ლაშხელი-ონიანისა და ნინო ნეკერიშვილის ნაწარმოებების პოპულარიზაციას.
კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წარმოდგენილი 43 აპლიკანტი, ჟიურს შესაფასებლად გადაეგზავნა მეორე ეტაპისთვის კონკურსის პირობებს მორგებული 27 კონკურსანტის კოდირებული ნაწარმოები .
კონკურსის ფინალისტების გამოვლენას ემსახურებოდა პროფესიული ნიშნით დაკომლექტებული კომისია 3 წევრის შემადგენლობით(თეა თაბაგარი,-ფილოლოგი, ლიტერატორი, პოეტი; გოჩა ჭაბუკაიძე,-პოეტი, მუსიკოსი; სალომე გორგილაძე,-ფილოლოგი, ლიტერატორი) .
ქულების დაჯამების შედეგად გამოვლინდა 8 ფინალისტი:
I ადგილი
ნანა დონაძე (შიდა ქართლი, ქარელი)
ნინო თაბუკაშვილი (ბაღდათი, საკრაულა)
II ადგილი
ანასტასია კეკენაძე (თბილისი)
ნატალი მემანიშვილი (თბილისი)
სოლომონ ონიანი (სვანეთი, ლენტეხი)
III ადგილი
ვიკა ბოკუჩავა (აბაშა, საგვაზავო)
მარინე ხოხიაშვილი (იმერეთი, თერჯოლა)
ყველაზე პატარა მონაწილე
კესარია თოდუა (აჭარა, ბათუმი).
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 28 მარტს, საქართველო-ლატვიის საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში. ცერემონიალს წინ უძღოდა მინი-სპექტაკლი: “აკვანი და ნეკერჩხალი”.
ფინალისტები დაჯილდოვდნენ კონკურსის სპეციალური პრიზებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით. პირველ-მეორე და მესამე ადგილზე გასულ ფინალისტებს პირადი დანაზოგიდან ფულადი ჯილდო გადასცა ღონისძიებაზე გერმანიიდან სპეციალურად ჩამოსულმა ანა ლაშხელი-ონიანის დამ, ქალბატონმა თამარმა. დაჯილდოების ცერემონიალში, ასევე, მონაწილეობდნენ ნინო ნეკერიშვილის დედა და ძმა.

გორდა