მისია/მიზანი

სკოლის მისია

შპს ელიტური სკოლა ,,გორდას“ მისიაა შეუქმნას მოსწავლეებს ჯანსაღი, თავისუფალი შემოქმედებითი და უსაფრთხო სასკოლო გარემო;  ხელი შეუწყოს  მათ საკუთარი შესაძლებლობების, ინდივიდუალური მიდრეკილებებისა და  ინტერესების გამოვლენა-განვითარებაში,  მაძიებელ, შემოქმედ, წარმატებულ პიროვნებად ფორმირებაში; დაეხმაროს კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარებისა და თვითმყოფადობის განვითარებაში, მომავალი გზის სწორად არჩევასა და ტოლერანტული, საკუთარი და სხვისი უფლებების დამცველ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

სკოლის ძირითადი პრინციპები

  • დასახული მიზნების რეალიზება
  • ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება
  • საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა
  • სასწავლო-შემეცნებით და სოციალურ პროექტებში მონაწილეობა
  • თავისუფალი დროის სწორი ორგანიზაცია, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა
  • მოსწავლის ფსიქოლოგიური კომფორტი, პირადი უსაფრთხოება, სასკოლო ცხოვრების წესის დაცვა
  • განათლების მაღალი აკადემიური დონე.