გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში
სკოლა „გორდას“ VII ბ კლასის მოსწავლეების გასვლითი გაკვეთილი ბუნებაში.
სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული თემა – “ხავსები და მათი მნიშვნელობა ბუნებაში” ჩაუტარდათ ქალაქ ქობულეთის დაცული ტერიტორიების, კერძოდ კი, ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე.
ქობულეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებმა საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია გააცნეს მოსწავლეებს, მიმოიხილეს ისპანის ჭაობის სფაგნუმი, სხვადასხვა მცენარეები, ფრინველები და მწერები.
საგაკვეთილო პროცესს ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებელი, ბიოლოგიის პედაგოგი მაია დევიძე და ანა გადახაბაძე.