თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემია
სასიხარულო სიახლე სკოლა „გორდას“ ცხოვრებაში…
17 მაისს, სკოლა „გორდაში“ აჭარის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილის, სპორტის ოსტატის, საქართველოსა და აჭარის სპორტის დამსახურებული მუშაკის, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯის, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონის, საკავშირო პირველობების პრიზიორის, აჭარის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, საკავშირო და საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრის-თენგიზ მორჩილაძის ვარსკვლავი, მემორიალური დაფა, თენგიზ მორჩილაძის ფარიკაობის აკადემია და ფარიკაობის მუზეუმი გაიხსნა.
ღონისძიებას აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, საქართველოს და აჭარის ფარიკაობის ფედერაციების პრეზიდენტები-მერაბ ბაზაძე და ვარლამ ჯაში, ბატონი თენგიზ მორჩილაძის კოლეგები, მეგობრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღეიდან, ბათუმის სასპორტო სკოლაში თენგიზ მორჩილაძის სახელობის ჩემპიონატი იწყება, რომელიც , სამი დღის მანძილზე უმასპინძლებს ჩვენი ქვეყნის მოფარიკავეებს…