საბიბლიოთეკო გაკვეთილი
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში საბავშვო-ახალაგზრდობის განყოფილებაში საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე საბიბლიოთეკო გაკვეთილი მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნანა კვაჭაძემ სკოლა “გორდას” IXა კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა.
საბიბლიოთეკო გაკვეთილზე “ახალგაზრდობის სუნი აქვს აპრილს და სიყვარულის ფერი აქვს ზეცას” – ნანა კვაჭაძემ ახალგაზრდებთან ერთად „აღზრდის სიმფონიის“ საერთო მიმოხილვის შემდეგ, წიგნიდან ერთი თავი „გზაზე ბრძენი კაცი მიდის“ წაიკითხა. იმსჯელეს მშობლების როლზე შვილის სწორად აღზრდასა და ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ასევე კონკრეტული მაგალითებით ისაუბრეს თაობათა შორის ურთიერთიერთობაზე, სამშობლოს სიყვარულსა და მოვალეობებზე. წიგნიდან “მატიანე ქართველთა” გაიხსენეს კოტე აფხაზისა და შალვა მუჯირის გასამართლებისა და დახვრეტის ეპიზოდები.
განათლების მნიშვნელობასა და წიგნიერების როლზე მსჯელობისას ხაზი გაესვა მიღებული ცოდნის სწორად გამოყენებას