599536291 gordaschool@gmail.com ქ. ბათუმი, პ.მელიქიშვილის N110

საინტერესო შეხვედრა „ბავშვობადაკარგულ თაობასთან“

2018 წლის 19 ოქტომბერს ელიტურ სკოლა “გორდას” ეწვია მწერალი ირაკლი შამათავა. ახალგაზრდა მწერალი პოეტმა ბელა ქებურიამ წარუდგინა დამხვდურთ. არაერთი ლიტერატურული პრემიისა და ჯილდოს მფლობელმა მწერალმა მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი მინი ლექცია წაუკითხა აუდიტორიას. მან ისაუბრა ცხოვრებაზე, სამომავლო მიზნების სწორად დაგეგმვაზე, შერჩევასა და განხორციელებაზე . პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, გაავლო პარალელები მოსალოდნელ შედეგებზე, რამაც დარბაზში მსხდომთა დიდი ინტერესი გამოიწვია. “ღმერთი როგორი კეთილშობილია, რომ თავის მსგავსად და ხატად გვქმნის, ამიტომაც გვაქვს ვალდებულება ვიყოთ მასთან თანასწორნი, მასთან გათანაბრებულნი. გასწიეთ შრომა საკუთარ თავთან იმისთვის, რომ შექმნათ თქვენივე სახება და ხატება.” (ირაკლი შამათავა 2018.19.10) მოსწავლეებმა დააფიქსირეს საკუთარი აზრი და თქვეს, სულ სხვა კუთხით დაანახა მათ მწერალმა ცხოვრებისეული გამოწვევები, რომ მათთვის ეს შეხვედრა ერთგვარი სტიმული იყო ცხოვრების შემდგომი , ახალი ეტაპის სწორად დასაგეგმად.

გორდა