გაცვლითი პროგრამის დღიურიდან…
2 დეკებერს,
გაცვლითი საგანმანათლებლო-კულტურული პროგრამის ფარგლებში,
სკოლა “გორდა” ,
თბილისში,
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას სტუმრობდა.
გაცვლით პროგრამაში,
სკოლის 17 მოსწავლე და 3 მასწავლებელი იყო ჩართული.
ვიზიტის პირველი საათები აკადემიის დათვალიერებას,
ამერიკული აკადემიის სასწავლო და აკადემიური პროგრამების წარმოჩენასა და იმ აქტივობებს მიეძღვნა,
რომელიც ორივე სკოლის მოსწავლეების ინტეგრაციას შეუწყობდა ხელს.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს აკადემიის შენობა, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები;
მოსასვენებელი კუთხეები,
გაეცვნენ ამერიკული აკადემიის დაარსების ისტორიას,
ტრადიციებსა და აკადემიის კონსტიტუციას.
4 სასწავლო დისციპლინაში
(ქართული ენა და ლიტერატურა; ინგლისური ენა; ქიმია; რუსული ენა) გადანაწილებული სკოლა „გორდას“ მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, მოსწავლეთა ჩართულობას, შეფასების განსხვავებულ სისტემას;
სიტუაციის შესაბამისად, ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში.
•
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, ამერიკული აკადემიისა და გორდას მოსწავლეთა თვითმმართველობებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, გააცნეს არაფორმალური განათლების კუთხით ჩატარებული აქტივობები.
•
მოსწავლეთათვის, გამორჩეულად საინტერესო აღმოჩნდა უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, აკადემიის მიერ გატარებული მხარდამჭერი ღონისძიებების გაცნობა.
სკოლის წარმომადგენლობით დელეგაციას, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის ადმინისტრაციის წევრებმა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა უმასპინძლეს.
შეხვედრებზე განიხილეს განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტები. ასევე, ისაუბრეს განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.
მომავალი წლის გაზაფხულზე, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საპასუხო ვიზიტები იგეგმება გორდაში.