სპექტაკლი „ლისისტრატე“

პროლოგი :

„ლისისტრატე“ სიტყვა-სიტყვით „ომის ჩამშლელს“ ნიშნავს. ასეთი სახელი მისცა არისტოფანემ გმირ ქალს თავის ფანტასტიკურ პიესაში, რომელშიც ქალებმა ქალური ხერხებით მიაღწიეს იმას, რასაც ვერასოდეს მიაღწიეს მამაკაცებმა, — ბოლო მოუღეს დიდ ომს.

ლისისტრატეს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უაზრო ომის დასრულება და ათენის აკროპოლისის ირგვლივ კრებს ბერძენ ქალებს. იგი ქალებს სთავაზობს, სანამ ომს არ მოეღება ბოლო, კაცებს შეხების უფლებაც კი არ მისცენ. ბევრი მცდელობის შემდეგ ქალები თანხმდებიან ლისისტრატეს წინადადებას, აკროპოლისში გამაგრდებიან და არ იკარებენ არავის. მოსახლეობა გაყოფილია ორ ნაწილად: ქალები და დედები (ყველა ახალგაზრდა მამაკაცი ომშია წასული).

„ ლისისტრატე“ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შექმნილი ლაშა ბუღაძის პიესაა. პიესაში მოქმედება ვითარდება წარმოსახვით ქალაქში, რომელსაც მართავს ლისისტრატე ამორძალების დახმარებით. ლისისტრატესა და ქალაქის „ოპოზიციას“ („დედათა კავშირი“) რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები გააჩნიათ ქალთა და მამაკაცთა უფლებებსა და მათ ურთიერთობებზე.

 

პროექტის აღწერა: სპექტაკლი „ლისისტრატე“ სკოლა „გორდაში“ 2019- 2020 სასწავლო წელს დაიდგა, მასში მონაწილეობას იღებდნენ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რომლებიც ქასთინგის შედეგად შეირჩა, სპექტაკლი რეჟისორმა გიორგი ყურავამ დადგა, ხოლო დრამატურგის როლი მაია სიხარულიძემ შეითავსა. სპექტაკლის შინაარსი და ფინალი შევცვალეთ და შევძელით სკოლის მოსწავლეებისთვის გასაგები და აღქმადი გამხდარიყო, სპექტაკლი ფემინიზმის როლსა და ქალთა უფლებების გაძ₾იერების შესახებ მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, ასევე, ლიბერალური ღირებულებების (ლიბერალიზმის სწორი დეფინიცია) გააზრებას.

პროექტის მიზანი:  პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეების ახალი ნაკადის ჩართვა აღნიშნულ პროექტში, მოსწავლეების სამსახიობო უნარების აღმოჩენა და წახალისება, ამასთანავე, აღნიშნული პროექტის დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა უნარების წარმოჩენასა და ამ უნარების განვითარებაში. პროექტი არ გულისხმობს მხოლოდ სპექტაკლის დადგმას, მოსამზადებელ პერიოდში შერჩეული მოსწავლეები გადიან, როგორც მეტყველების, ასევე პლასტიკის გაკვეთილებს, სწავლობენ კომუნიკაციის უნარებს და ჟესტების ენას.

 

პროექტის განხორციელება:

  • სპექტაკლიდან, რომელიც ჩატარდა სკოლაში და გადაღებულია, ამოიჭრას კადრები და დამზადდეს საიმიჯო ვიდეორგოლი
  • ჩავწეროთ მოკლე ინტერვიუ სპექტაკლის მსახიობებთან (2-3 მოსწავლე), რა მისცა სპექტაკლმა, რა უნარები განივითარეს რეპეტიციების პერიოდში
  • ქასთინგის გამოცხადება (მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ ვიდეორგოლი, სადაც კითხულობენ ლექსს და კითხულობენ პროზას. მაქს. 3 წუთიანი ვიდეო)
  • რეჟისორის და დრამატურგის მიერ კონკურსანტების განხილვა და მსახიობების შერჩევა/როლების გადანაწილება
  • მსახიობებისთვის ტექსტების გადაგზავნა
  • გაცნობითი შეხვედრა
Array ( )